გაინტერესებთ- ``რატომ საქართველო?``

შეთავაზება

ყველა ადამიანს, სავარაუდოდ, უყვარს კარგი დასვენება და ხარსიხიანი მომსახურება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომპანია „Grand Respect”-ი.

შესაძლოა დაგებადოთ კითხვა, „რატომ საქართველო?“. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ინარჩუნებდა სტუმართმოყვარეობის ტრადიციას. ქართული ანდაზის თანახმად „სტუმარი ღვთისაა“. თაობიდან თაობას გადაეცემოდა სტუმრისადმი სიყვარული და უსაზღვრო პატივისცემა. საქართველოში დასვენება თქვენ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას და დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დასვენება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი და შესაბამისად, პრობლემა არ არის თუ სამსახურეობრივი შვებულება ზამთარში გიწევთ.

„Grand Respect“ გთავაზობთ კულტურულ, ექსტრემალურ, სპელეოლოგიურ და სხვა მრავალპეროვან სამოგზაურო ტურებს საქარტველოში, ასევე აქტიურ დასვენებას, გასტრონომიული ტურის მიმდინარეობისას გაეცნობით ტრადიციული სამზარეულოს შედევრებს. ხინკალი, ხაჭაპური და ჩურჩხელა ცნობილია თითქმის ყველასათვის, მაგრამ სათანადო პირობებში მათი დაგემოვნებით თქვენ ამ პროდუქტების განსაკუთრებულ გემოს შეიგრძნობთ. საქართველო ასევე ცნობილია თავისი ვენახებით. ჩამოსვლისას თქვენ შეძლებთ იყოთ სომელიე, ასევე პირადად დაამზადოთ ღვინო და როგორც სუვენირი თან წაიღოთ.

ჩვენი კომპანია თქვენ დაგეხმარებათ დატკბეთ სრულფასოვანი დასვენებით და გაიგოთ, თუ რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტი „გენაცვალე“.

ჩაალაგე და წავედით

გასაოცარი ტურები