ჩვენი პარტნიორი

კომპანია ``დომინანტი``

ჩვენს დროში, ქალაქგარეთ ნაკვეთები უბრალოდ წარმოუდგენელია, მყუდრო ხის სახლებისა თუ ფანჩატურების გარეშე. საკუთარის ხის სახლი,განსაკუთრებული ადგილია გრძელვადიანი დასვენებისთვის ოჯახთან ან მეგობრებთან  ერთად და ასევე ქალაქის ხმაურისგან განმარტოებისთვის. ბავშვობაში ყველანი წარმოვიდგენდით ოცნებებში მყურდორ ხის სახლებს, მდინარის, ტბის თუ ზღვის ნაპირას. ასაკთან ერთად კი ვრწმუნდებით, რომ არამარტო ხის სახლი, არამედ ხის აბაზანა/საუნაც არის გარანტია ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრების. კომპანია ,,დომინანტის’’ წყალობით არასდროს ყოფილა თქვენი ოცნება ასე ხელმისაწვდომი.

კომპანია „დომინანტი“ 2002 წლიდან აწარმოებს მშენებლობებს:

  • ხის სახლები
  • აბაზანა/საუნები
  • კოტეჯები
  • ფანჩატურები
  • ტაძრები და სალოცავები
  • ხის სხვა კონსტრუქციები

რატომ ,,დომინანტი’’?

კომპანია მომხმარებელს თავაზობს 21-ე საუკუნის ინოვაციურ, ეკოლოგიურად სუფთა სახლებს, ასევე  მაღალი სტანდარტებითა და ხარისხით დაპროექტებულ კოტეჯებს, ფანჩატურებს და ა.შ. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, კლიენტის სურვილთან აბსოლუტური შესაბამისობით. ორიგინალური, კომფორტული და ხელმისაწვდომი ეს არის ის სამი პირობა, რასაც კომპანია მის მომხმარებელს სთავაზობს.

ისინი მუდმივად ხვეწავენ ხის სახლების პროექტებს და მიყავთ იდეალურამდე, ხოლო ხის მორების ხარისხიანი წარმოება თანამედრო ტექნოლოგიების დახმარებით ხდება.

კომპანია „დომინანტი“ ერთადერთია უკრაინაში, რომელმაც შექმნა მშრალი, მაღალახარისხიანი ხის მორების ხაზი. ამ ეტაპზე კომპანია იკავებს მოწინავე პოზიციას მშენებლობის სფეროში და აქვს წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებშიც. წელს კი საქართველო მისი პარტნიორი ქვეყნების რიცხვს შეუერთდა. ტურისტული კომპანია „გრანდ რესპექტი„ უკვე გახდა კომპანია „დომინანტის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანია გიშუამდგომლებთ და დაგეხმარებათ კომპანია „დომინანტთან“ ერთად შექმნათ სასურველი დიზაინის და დანიშნულების შენობები. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ოფიციალურ გვერდზე ან მაილზე (info.grandrespect@gmail.com) ან ეწვიეთ „დომინანტის“ ოფიციალურ გვერდს : http://dominant-wood.com.ua