360.00USD

7 Days 6 Night

კულტურული ტური


საქართველო მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაა. ექსკურსიის დროს თქვენ უძველესი დროის ბევრ საინტერესოს ამბავს შეიტყობთ, რაშიც დაგეხმარებათ უამრავი არქიტექტურული, ისტორიული ძეგლები და მკვიდრი მოსახლეობის ლეგენდები.

ჯომარდობის ტური


საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით: კანიონები, მდინარეები, ტბები. ტურის განმავლობაში თქვენ შეძლებთ დაკავდეთ ჯომარდობით მდინარე რიონზე, რომლის სწრაფი დინება და ექსტრემალური პირობები თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდიან.
300.00USD

6 days 5 nights

კულტურული ტური იმერეთში


ტურის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ გაეცნოთ ცხოვრების წესს და კულტურას საქართველოს ერთ - ერთი ისტორიული რეგიონის - იმერეთის, რომელიც მდიდარია ღირშესანიშნაობებით, მუზეუმებით, მღვიმეებით, ეკლესიებითა და მონასტრებით.

ექსტრემალური ტური


ექსტრიმის გაბედულ მოყვარულებს ვთავაზობთ „ექსტრემალურ ტურს“. უცნობი ადგილები, მთებში სეირნობა, კანიონებზე გასეირნება, ტურის მიმდინარეობის პროცესი მოიცავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების თანხლებით, შესაბამისი, აღჭურვილობის საშუალებით კლდეებზე, მთებზე, ჩანჩქერებზე ასვლა-დაშვებას, გამოქვაბულებში ჩასვლა დათვალიერებას, გამოკვლევებსა და ამოსვლას,  ღამის გათევა ღია ცის ქვეშ და ბევრი სხვა გართობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

ყაზბეგი (ექსტრემალური ტური)


ყაზბეგი კავკასინის ქედის მწვერვალზეა. მისი ხეობები მარადიული თოვლით და ყინულითაა დაფარული. ყაზბეგის ქვემოთ მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, რომელიც ცნობილია თავისი უჩვეულოდ ლამაზი ბუნებით.
215.00USD

3 days 2 nights

ტური სვანეთში


საქართველოს ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მდებარე უმშვენიერესი და ორიგინალურად ლამაზი მაღალმთიანი რეგიონი, სადაც თქვენ გელოდებათ ულამაზესი ადგილები, რომლებსაც ვერაფერი დააკლო ცივილიზაციამ. ადგილობრივები აფასებენ და პატივს ცემენ წინაპართა ტრადიციებს, რომლის გამოხატულება საგვარეულო კოშკებია.

დაივინგ ტური


მაღალკვალიფიციური პროფესიონალების თანხლებით და ხარისხიანი ხელსაწყოების დახმარებით შესაძლებელია შეისწავლოთ შავი ზღვის, ტბების და უჩვეულო და იშვიათი გამოქვაბეულების წყლები.
370.00USD

8 days 7 nights

გასტრონომიული ტური


გთავაზობთ უგემრიელეს ტურს, რომლის დროსაც შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეროვნული კერძები და საუკეთესო ღვინოები.
245.00USD

6 Days 5 Nights

ტური სამეგრელოში


დასავლეთ საქართველოში მდებარე სამეგრელო თქვენ მოგხიბლავთ თავისი ლანდშაფტებით, უგემრიელესი სამზარეულოთი, ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, უძველესი სხვადასხვა ციხე - სიმაგრეებით და მუზეუმებით.

სამეცნიერო კვლევითი ტური


საქართველო მდიდარია შეუსწავლელი ადგილებით. ჩვენ გთავაზობთ გახდეთ სამეცნიერო - კვლევითი ექსპედიციის წევრი და თავად შეარჩიოთ გამოსაკვლევი არეალი. ტური აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობითა და ინვენტარით.

სპელეოლოგიური ტური


ჩვენ გთავაზობთ ეწვიოთ იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭის ყველაზე ცნობილ მღვიმეებს, გაეცნოთ მღვიმის სისტემატიკას და ტბებს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების თანხლებით შესაძლებელია მონაწიოლეობა მიიღოთ მათ გამოკვლევებსა და შესწავლაში.
385.00USD

6 days 5 nights

ბათუმი, აჭარა


სამოთხისებური ადგილი, სადაც შესაძლებელია დატკბეთ არა მხოლოდ თბილი ზღვითა და მთის პეიზაჟებით, არამედ ეზიაროთ ადგილობრივ ეგზოტიკურ კულტურას, დააგემოვნოთ ეროვნული კერძები და გახდეთ მოწმენი სტუმართმოყვარე აჭარლების ტრადიციული ყოფისა.